მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნის თარიღი პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

საზღვარი

აზერბაიჯანი სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის პირველ აპრილამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარიც დღეისთვის გაცხადებული ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომლის მიზანი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი პოტენციური გართულებების პრევენციაა, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა, - შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები