მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.15%-ია - კოვიდ-გეოგრაფია

618f63e4c69ff
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 11:15
567
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით, რომლის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 565 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 780 391-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.15%-ია, ბოლო 14 დღის - 10.01%, ხოლო 7 დღის - 9.77%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან 2 285 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 711 105-მდე გაიზარდა.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კოვიდ-გეოგრაფიას, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარაში - 151, იმერეთში - 810, ქვემო ქართლში - 330, შიდა ქართლში - 355, გურიაში - 104, სამეგრელოსა - ზემო სვანეთში - 413, კახეთში - 318, მცხეთა-მთიანეთში - 146, სამცხე-ჯავახეთში - 138, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366 საიდანაც:

• 6 755 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 625, აჭარაში - 602, იმერეთში - 1 393.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 643 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 127, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 პირი იმყოფება, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.
• 1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 840 - თბილისში, 266 - აჭარაში.
• 50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 12 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 49 936 ადამიანი იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები