მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს შევისწავლით... მეხუთე ტალღას ამას ვერ დავარქმევთ - გაბუნია

61655c1991be2
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 14:02
474
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელ მაჩვენებელს შეისწავლიან. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დღევანდელი მაჩვენებელი <ინფიცირების 4775  შემთხვევა> ძალიან საყურადღებოა და ამას შევისწავლით. გარკვეული მატება ბოლო პერიოდში იყო, თუმცა გარკვეულწილად დღევანდელი რიცხვი უჩვეულოდ მაღალია, თუნდაც სამშაბათის რიცხოვნობის დაგროვებიდან გამომდინარე.

ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირების მაჩვენებელი 2 500-დან 3 000-მდე მერყეობს, ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების დაბალი მაჩვენებელი, რადგან ის იმუნური ფენა, რომელიც ჩამოგვიყალიბდა, საკმარისი არ არის, რათა ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს, პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს თუ ინფიცირება გამოვლინდა. იყო რამდენიმე შემთხვევა და, დაახლოებით, საჯარო სკოლების 2.2% ონლაინსწავლებაზეა გადასული.

ახლა ჩვენთვის ამ მერყეობის აქტიური მართვაა მთავარი. ამას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით, რადგან გარკვეული მერყეობაა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები