მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინფიცირებულები ვერ დაიმალებიან, რაც არ უნდა მანიპულირების მცდელობა ჰქონდეს რომელიმე უწყებას“

6139c2e7107e6
ინგა მურუსიძე
09.09.21 12:15
552
საქართველოში ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღითიდღე მცირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება ეს ყოველდღიურად ტესტირების რაოდენობის შემცირებას. გაბუნიამ აღნიშნულს სპეკულაცია უწოდა.

„რამდენადაც მახსოვს, დღეს 32 ათასი ტესტი ჩატარდა და იგივე მაჩვენებელია ბოლო პერიოდში. ტესტირებების ჩატარების პრაქტიკა არ შემცირებულა. რაც შეეხება მანიპულირების მცდელობას, ესეც სპეკულაციური განცხადებაა, რადგან ძალიან მარტივია იმის ახსნა და დადასტურება, თუ რამდენ შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

ამას მიუთითებს დადებითობის მაჩვენებელი, რომლის კლების ტენდენცია ცალსახაა; ასევე სახეზეა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების რაოდენობის შემცირება. დღეს 2000-ზე მეტი საწოლია თავისუფალი. საუბარია კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე, ადამიანებზე, რომლებიც ვერსად ვერ დაიმალებიან, რაც არ უნდა მანიპულირების სურვილი და მცდელობა ჰქონდეს რომელიმე უწყებას; ამდენად ისევდაისევ სპეკულაციურია ეს. ტესტების რაოდენობა იგივეა, რაც აქამდე იყო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები