მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება - ტიკარაძე

6137034f3485f
ინგა მურუსიძე
07.09.21 10:20
1422
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება გამოიწვია შეზღუდვების დაწესებამ, ვინაიდან აცრების ეფექტს ჯერ „ვერ დავითვლიდით“.

მინისტრის თქმით, აცრების ეფექტის დათვლა შესაძლებელი იქნება ოქტომბერში, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.

„რაც შეეხება ნიშნულს, თუ როდის განიხილება შეზღუდვების მოხსნა, დადებითობის მაჩვენებელი უნდა იყოს 4% და როცა ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დაიკლებს, ეს მოგვცემს საშუალებას, ვიფიქროთ შეზღუდვების მოხსნაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, ვაქცინაციასთან მიმართებით დაუშვა თუ არა სახელმწიფომ შეცდომები, რაზეც ტიკარაძემ ასეთი პასუხი გასცა: „სახელმწიფოსთვის საკომუნიკაციო პლატფორმა არის მედია. ბევრი საყვედური ისმის საჯარო მოხელეების მიმართ და მედიასაშუალებების მხრიდან შეიძლება მეტი დახმარება იყოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები