მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

63c67bf9591c0
BM.GE
17.01.23 14:46
527
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციურ მოლოდინებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ანგარიშს აქვეყნებს. სებ-ი მიუთითებს, რომ დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციურმა მოლოდინებმა იკლო.

თავად სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის პირველი კვარტლიდან ინფლაციამ ჯერ 8.8%-მდე, შემდეგ 5.2%-მდე, წლის ბოლოს კი 3.4%-მდე უნდა იკლოს.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს. ამავდროულად, დეკემბრის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 4%-6%-თან ახლოს დააფიქსირეს.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-2%-იან და 2%-4%-იან ინტერვალებში ელოდებიან. გარდა ამისა, დიდწილად უცვლელია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 8%-ზე მეტად და ასევე 4%-6%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, დაიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-იან ინტერვალში ფიქრობენ,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები