წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია, - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
ადმინისტრაციის პრესრელიზში ასევე წერია, რომ საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს.
„აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე. როგორც სხდომის წევრებმა აღნიშნეს, წინა წლის იანვარშიც მაღალი - 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალური მშპ 8,4%-ით გაიზარდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ინფლაციის პოზიტიური მაჩვენებელი. აღინიშნა, რომ 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა, წლიური ინფლაცია კი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდეგ, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
"თებერვალში საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა" - ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა