როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა "კოვიდი", ორი ომი რეგიონში, ბუნებრივია, ეს აისახა ფასებზე. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო, 2012 წლის შემდეგ უმუშევრობა და სიღარიბე გაენახევრებინა.
"ჩვენ შევძელით, რომ საგარეო ვალი შეგვემცირებინა და ეკონომიკური ზრდა გადავიყვანეთ იმ პლატფორმაზე, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ჩვენ შევძელით ხელფასების ზრდა. საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო მაგათ [„ნაციონალური მოძრაობის“] დროს, 2012 წელს, დღეს არის 1700 ლარამდე. ბუნებრივია, არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. გამოწვევები რა თქმა უნდა არის. ზუსტად ვიცით, რომ ის 15%, რომელიც ისევ სიღარიბეშია, პრობლემა არის.
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანა ომს აგვეცილებინა. იცით თქვენ როგორი მცდელობები იყო, მათ შორის პარტიის ლიდერები შანტაჟის ქვეშ იყვნენ. სანქცირებულია ბატონი ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან. ის კაცი ვერ შეაშინეს 2012 წელს. მაშინ ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ. ეს ქვეყანა მთელმა პარტიამ, მთელმა გუნდმა დავიცავით. ხალხი გვენდო და ბოლომდე მოვედით. ჩვენ შევძელით 2012 წლის შემდეგ, რომ უმუშევრობა და სიღარიბე გაგვენახევრებინა“, - აღნიშნა ზარქუამ.