მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესტორანში ხინკალი 4.5%-ით, ხაჭაპური 11.6%-ით გაძვირდა|საქსტატი

სუფრა რესტროანი საკვები ხაჭაპური ხინკალი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, მაისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 4.5%-ით გაძვირდა. გასული წლის მაისთან შედარებით 11.6%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 9.8%-ითაა გაზრდილი.

10.5%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 6.2% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები