მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია მცირდება, თუმცა ეკონომიკური ზრდა არადამაკმაყოფილებელია - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთავრობის წევრებს შეხვდა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და ინფლაციამ შემცირება დაიწყო. როგორც ის აცხადებს, აგვისტოს თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 8.1%-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, ივლისის თვეში ინფლაცია 8.8%-ზე იყო.

პუტინმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არადამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდამ 1.1% შეადგინა და საგრძნობლად ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებლებს, როცა ეკონომიკური ზრდა 4.3%-იან ნიშნულს არ ჩამოცილებია. პუტინმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად საკმარისი ნაბიჯები არ იდგმება, თუმცა ზრდა სტაბილურობის მოშლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ინფლაციის შემცირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფასების შენარჩუნება რათა ბიზნესმა თავისუფლად საქმიანობის გაგრძელება შეძლოს და გრძელვადიანი ნაბიჯების გადადგმის არ ეშინოდეს. ამასთან, პუტინმა ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 1%-ით შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის დიდ ნაწილს ამ მოცემულობამ იმედები გაუცრუა. თუმცა იქვე დასძინა, რომ არსებულ ვითარებაში ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარება სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები