მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის მინისტრი დეკლარაციაში უთითებს, რომ მშობელმა გასულ წელს $80,000 აჩუქა

ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მას მშობელმა 80,000 დოლარი აჩუქა, რის წყაროდაც მითითებულია "უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა."

თავად მინისტრის სახელფასო შემოსავალმა გასულ წელს 72,962 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ირაკლი ქარსელაძე უთითებს თბილისში, ბაღდავაძის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლს, რომლის ფართობიც 549 კვადრატული მეტრია.

დანაზოგებიდან ირაკლი ქარსელაძე აღნიშნავს, რომ ფლობს დეპოზიტებს თიბისი ბანკში 60.5 ათასი და 26.8 ათასი დოლარის ოდენობით.

მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი უმსხვილესი ხარჯი იპოთეკური სესხის მომსახურებას უკავშირდებოდა, რამაც გასულ წელს 56,988 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები