მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების 11 თვის შედეგებს აქვეყნებს

5de8a3ecc8c59
BM.GE
05.12.19 10:20
1007
2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 667 მილიონი ლარით, ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისეს.

"11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46%-ით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.

გადაჭარბებით სრულდებოდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება დაგეგმილ კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. 3 თვის დამტკიცებული გეგმა 5 მილიონი ლარის გადაჭარბებით - 102%-ით, 6 თვის დამტკიცებული გეგმა 2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით - 100.4%-ით, ხოლო 9 თვის დამტკიცებული გეგმა 23.2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით - 103%-ით შესრულდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები