მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022-ში ბიუჯეტი 104.1 მლნ-ის გადაჭარბებით შეასრულა

63bfb6fceb914
BM.GE
12.01.23 15:20
565
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ 2022 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულეს. უწყების თანახმად, მათ ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 104 მილიონი ლარით მეტი აითვისეს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. 

მთლიანობაში სამინისტრომ 3.08 მილიარდი ლარი აითვისა, რაც 2021 წელთან შედარებით 565.6 მილიონი ლარით მეტი იყო. 

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ათვისებული 2 513.5 მილიონი ლარი, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა, რომელიც 2022 წელს 23%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც წლიური ბიუჯეტების დაზუსტებულ გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 954.9 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 105%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 630.3 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 445.2 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30.7 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 100 %).

ისტორიულ მაქსიმუმზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტიც და 3 მილიარდ 331 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 12%-ით აღემატება,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები