მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62ab21e499f32
გიორგი თოლორდავა
16.06.22 16:24
971
ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რიგით მეხუთე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 1.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 13 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 9%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული კომიტეტის ცხრა წევრიდან ექვსმა განაკვეთის 0.25%-იან ზრდას დაუჭირა მხარი, ხოლო სამი წევრი მონეტარული პოლიტიკის 0.50%-ით გამკაცრების მომხრე იყო. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მომდევნო შეხვედრაზე კომიტეტის უმრავლესობამ სწორედ განაკვეთის 0.50%-ით ზრდას დაუჭიროს მხარი.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

გასულ 48 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 75 საბაზო პუნქტი შეადგინა, რის შედეგად, აშშ-ში მონეტარულმა პოლიტიკამ 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მკაცრ ნიშნულს, 2.25 - 2.5%-ს მიაღწია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები