მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

639b0e7896fd7
გიორგი თოლორდავა
15.12.22 16:10
601
ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3.50%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.7%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წინა შეხვედრაზეც გაზარდა, თუმცა 50, არამედ 75 საბაზო პუნქტით.

გასულ 24 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 50 საბაზო პუნქტი შეადგინა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები