მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

641c40f30d899
გიორგი თოლორდავა
23.03.23 16:15
685
ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წინა შეხვედრაზეც გაზარდა, თუმცა არა 25, არამედ 50 საბაზო პუნქტით.

გასულ 24 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 25 საბაზო პუნქტი შეადგინა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები