მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის პრემიერ ლიგამ რეკორდული ოდენობის სატელევიზიო კონტრაქტი გააფორმა

პრემიერ ლიგა სატელევიზიო კონტრაქტი

მსოფლიოს უმდიდრესმა საფეხბურთო ჩემპიონატმა, ინგლისურმა პრემიერლიგამ ახალი სატელევიზიო კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 2025/2026 წლების სეზონიდან 2028/2029 სეზონის ჩათვლით პრემიერლიგის კლუბები ტრანსლაციებიდან და მიმოხილვებიდან ჯამში 7,8 მილიარდ ევროს მიიღებენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ სეზონში პრემიერლიგის კლუბებისთვის გათვალისწინებული თანხა 1,95 მილიარდი ევრო იქნება.

შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა პრემიერლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ რიჩარდ მასტერსმა, რომლის თქმითაც მიღწეული შედეგი ხაზს უსვამს პრემიერ ლიგის სიძლიერეს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს ადევნებენ თვალს.

ახალი კონტრაქტის თანახმად ტრანსლაციების და მიმოხილვების უფლება Sky Sports-მა, BBC-იმ და TNT Sports-მა მიიღეს, რაც ინგლისური დომინაციის მაჩვენებელს კიდევ უფრო ზრდის.
2025 წლიდან ინგლისის ჩემპიონატის ერთი სეზონის 380 მატჩიდან მინიმუმ 267 პირდაპირ ეთერში ხსენებულ ფასიან არხებზე გადაიცემა. აქედან მინიმუმ 215 Sky Sports-ზე და ზუსტად 52 TNT Sports-ზე. გამოდის, რომ LIVE-ში იქნება მატჩების 70 პროცენტი. BBC-მ კი ყველა 380-ივე მატჩის მიმოხილვის ჩვენების უფლება მიიღო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გერმანული პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბები ტრანსლაციების უფლებებში ჯამში 1,1 მილიარდ დოლარს იღებენ.