ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 8%-იან ნიშნულზეა.
„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წინა შეხვედრაზეც გაზარდა, თუმცა არა 25, არამედ 50 საბაზო პუნქტით.