ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე რიგით მესამე შემთხვევაა, როცა გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი არ გაუზრდია.
ზოგადად, პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 4.6%-იან ნიშნულზეა.
გუშინ უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც.