მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

დიდი ბრიტანეთი

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ორგანოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი წინა შეხვედრაზეც უცვლელად დატოვა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, პირველ ნაბიჯს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების კუთხით მიმდინარე წლის ივლისში გადადგამს, რაც 3.2%-მდე შემცირებული ინფლაციით იქნება განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები