მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისში 5-11 წლის ბავშვებს კოვიდვაქცინაციას შესთავაზებენ

620d457302d85
თამთა ჯიჯავაძე
16.02.22 23:07
1594
ინგლისში ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებს დაბალდოზიანი კოვიდვაქცინით აცრას შესთავაზებენ. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ქვეყნის მთავრობა იტყობინება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი ამბობს, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის დაწყება არ არის სასწრაფო და მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, უელსსა და შოტლანდიაშიც განაცხადეს, რომ ვაქცინას მცირეწლოვან ბავშვებსაც შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ შედარებით დაბალი რისკია, რომ ბავშვები კორონავირუსის ინფექციის შედეგად მძიმედ გახდნენ ავად, ამიტომაც ვაქცინის სარგებლიანობაც შესაბამისად შედარებით დაბალი იქნება.

ამასთან, ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ და მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან, ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები