მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისში წყალდიდობის გამო ასობით სახლი დაიტბორა

წყალდიდობა

ინგლისში ძლიერი ქარიშხლისა და ერთკვირიანი წვიმის გამო ასობით სახლი დაიტბორა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყალდიდობის შემდეგ სახლებიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული.

აღმოსავლეთ და სამხრეთ ინგლისში მცხოვრებლები იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ნოტინგემშირის საოლქო საბჭოს განცხადებით, სავარაუდოდ, დატბორილი სახლების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ამასთან, დატბორილი გზები და სარკინიგზო ლიანდაგები უფრო მეტ შეფერხებას იწვევს მოგზაურებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები