მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბებს, “ევერტონს” და “ნოტინგემ ფორესტს” ფინანსური დარღვევების გამო ქულების დაკლება ემუქრებათ

ევერტონი და ნოტინგემი

ინგლისური პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები ფინანსური “ფეარ პლეის” წესების დარღვევის გამო “ევერტონსა” და “ნოტინგემ ფორესტს” ქულების დაკლებას უპირებენ. ორგანიზაციის აღმასრულებელ სხდომაზე სააშკარაოზე გამოიტანეს კლუბების დარღვევები, რაზედაც კლუბებს პასუხის გასაცემად ორ კვირიანი ვადა მიეცა.

ცნობისთვის, ინგლისში კლუბებს შეუძლიათ სამი წლის მანძილზე მაქსიმუმ 105 მილიონის ოდენობის ფინანსური უარყოფითი ბალანსი ჰქონდეთ. “ევერტონს” კი 2021/22 წლების სეზონში აღმოჩენილი 130 მილიონიანი ფინანსური გადაცდომის გამო 10 ქულა უკვე დააკლეს და კიდევ ერთი მძიმე სასჯელი ემუქრება.

“ევერტონი” ამტკიცებდა, რომ 17,4 მილიონი გირვანქას ღირებულების საპროცენტო გადასახადები გამოიყენეს მათი ახალი სტადიონის პროექტისთვის და არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მათ ფინანსურ გამოთვლებში, მაგრამ ლიგის კომისიამ ის დარღვევად ჩათვალა. სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურული იყო შესაბამისად ლივერპულურ გუნდს სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა და კიდევ ერთ საჯარიმოს რისკავდა.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმაზე თუ რა რაოდენობის ქულები დააკლდებათ გუნდებს, თუმცა როგორც ბრიტანულ პრესაში დაიწერა საჯარიმო ქულა კვლავ 10 იქნება. გეტყვით იმასაც, რომ 10 ქულა ჩამოკლებული “ევერტონი” პრემიერ ლიგის ცხრილში 17 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო “ნოტინგემი” 20 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები