თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველ პარლამენტარებს ევროინტეგრაციასა და რუსულ კანონს შორის, კრიტიკული არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
“ღრმად ვართ შეშფოთებული ქართული დემოკრატიის უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მხარი დაუჭირონ კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
“ქართული ოცნების” რიტორიკა, ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან იზოლაციას ემსახურება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს”, - წერს ჯეიკ სალივანი.