მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური პროგრამა “ლიდერების მოგზაურობა” იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

ლოდერების მოგზაურობა

დასაქმებისა და კარიერული განვითარების საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული ინოვაციური პროგრამა ლიდერების მოგზაურობა 15 სექტემბერს იწყება. 21 საუკუნის ტალანტებსა და დამსაქმებლებს შორის სრულიად განსხვავებული თანამშრომლობის მოდელი შეიქმნა, რომელიც პირველად ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას პროგრამის კოორდინატორმა, ლიკა რეხვიაშვილმა განაცხადა, პროგრამა აგებულია მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანასწორობის პრინციპებზე.

„პროგრამაში ერთვებიან ტალანტები, რომლებსაც ეძლევათ უპრეცედენტო შესაძლებლობა მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით მოხდეს მათი პიროვნული პროფესიული და კარიერული ხელშეწყობა საერთაშორისო დონის წამყვან კარიერის კონსულტანტებთან, ქოუჩებთან, ტრენერებთან, მენტორებთან და სხვადასხვა დარგის წამყვან პროფესიონალებთან”, - განაცხადა ლიკა რეხვიაშვილმა.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხოლო დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფს ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი ICDC, ინოვაციური მოდელის ავტორი და განმახორციელებელი ორგანიზაცია.

„ამ ეტაპზე 60-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და 21-მდე ბიზნესასოციაციასთან. პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორებიცაა: ბიზნესკომპანიებში რეალური სამუშაო გარემოს გაცნობა; კარიერულ კონსულტანტებთან ერთად პიროვნული/პროფესიული/კარიერული გეგმების შემუშავება; ლიდერული უნარების განვითარება წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით; ინდივიდუალურ და ჯგუფურ ქოუჩინგ სესიებზე დასწრება.“- აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი. 

“ლიდერების მოგზაურობა”-ში  მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და საბოლოოდ, შერჩეული იქნება 100 ადამიანი.

პროგრამის მიმართულებებია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და მარკეტინგი (ციფრული მარკეტინგი), ადამიანური რესურსებისა და ოპერაციების მართვა,  ბიზნესის მართვა და განვითარება, მონაცემთა ანალიზი და შეფასება,

პროგრამებისა და პროექტების მენეჯმენტი.

„ლიდერების მოგზაურობა“ განხორციელდება 10 თვის განმავლობაში, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები