მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instacart-ი IPO-სთვის ემზადება, მაგრამ შემცირებული შეფასებით

Instacart

ამერიკული Instacart-ი, რომელიც სურსათის გამოძახების ერთ-ერთი უმსხვილესი სერვისია მსოფლიოში, საჯარო ბირჟაზე დასალისტად ემზადება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ზრდაზე ორიენტირებული კერძო კომპანიების მიმართ ინვესტორების ნაწილობრივად ჩამქრალი ინტერესის ფონზე, Instacart-ის შეფასება მკვეთრად შემცირდა და დღეს, ის $8.6-დან $9.3 მილიარდამდე შუალედში მერყეობს. როგორც ირკვევა, პოტენციური ინვესტორებისთვის საკუთარი აქციების შეთავაზებას Instacart-ი დღეს დაიწყებს და რეალურ შეფასებას სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

თუმცა, კომპანიის შეფასება, ნებისმიერ შემთხვევაში, გაცილებით მწირია იმ ღირებულებასთან, რომელსაც ინვესტორები კომპანიას 2021 წლის საინვესტიციო რაუნდის დროს ანიჭებდნენ, როცა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება პიკში იყო. იმ დროს, Instacart-ი $39 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ მოგვიანებით, აშშ-ში და მსოფლიოში რეფინანსირების განაკვეთები გაიზარდა, ხოლო მეტად რისკიანი ინვესტირება ნაკლებად მიმზიდველი გახდა.

მოსალოდნელია, რომ Instacart-ის აქციები NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ბირჟაზე მომდევნო კვირას დაილისტება, ხოლო კომპანიის ტიკერი - CART იქნება. კომპანია 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ინვესტიციების სახით $2 მილიარდზე მეტი მოიზიდა. დღეს, Instacart-ის სერვისები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო კომპანია 3500-მდე თანამშრომელს ასაქმებს. გასულ წელს, კომპანიის შემოსავალმა $2.5 მილიარდს გადააჭარბა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები