უოლ-სტრიტზე აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ისევ გრძელდება. კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,610 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში ინდექსს თითქმის 28%-იანი ზრდა აქვს, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.
რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 27,093-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. ერთწლიან პერიოდში Nasdaq-მა თითქმის 40%-იანი ზრდის დაფიქსირება შეძლო.
აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება, ის, პირველ რიგში, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური შედეგებით არის განპირობებული, რომელთაგან თითქმის ყოველ მათგანს რეკორდული მოგება და შემოსავლები აქვს.
Nasdaq-ის ინდექსში შემავალი ყველა წარმატებული კომპანია ამჟამად პირდაპირ თუ ირიბად ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, რომელიც საუკუნის მთავარი ტექნოლოგიად ითვლება.




























