ბიტკოინი, პირველი ციფრული აქტივი, შეიქმნა 2009 წელს და კრიპტო ბაზარი მას დღემდე ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს. ის გახდა მთავარი კრიპტო საინვესტიციო არჩევანი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიტკოინის მიღებას ფინანსურ სექტორში და გავაანალიზებთ, რა ფაქტორები უბიძგებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, საინვესტიციო ფირმებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, ინვესტიცია ჩადონ BTC-ში.
ბიტკოინის გავლენა ტრადიციულ ფინანსებზე
ბიტკოინმა ტრადიციულ ფინანსებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, შექმნა რა დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელიც ტრადიციულ ბანკებისა და საგადასახადო სისტემებს კონკურენციას უწევს. მან უბიძგა ფინანსურ ინსტიტუტებს ინოვაციებისკენ, დააჩქარა ახალი რეგულაციების განვითარება და შესთავაზა ალტერნატიული საინვესტიციო აქტივი პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.
ბიტკოინის საინვესტიციო შესაძლებლობებია: პირდაპირი შესყიდვები და აქტიური კრიპტო ვაჭრობა, ფიუჩერსები, ბიტკოინის ETF-ები, BTC-სთვის გამოყოფილი კერძო ტრასტები, ფონდები და სხვა. კომპანიებს შეუძლიათ ბიტკოინის შეძენა და ხანგრძლივად დაჰოლდვა ინსტიტუციური კლასის ბირჟებზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციების უსაფრთხოებას და დამატებით სარგებელს. ახლა გავეცნოთ, რა მოტივაცია აქვთ ტრადიციული სექტორის კომპანიებს ბიტკოინში ინვესტიციისთვის.
ფინანსური კომპანიები
ბანკები და აქტივების მართვის ფირმები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ბიტკოინში. ძირითადი მიზეზები, თუ რატომ გამოიყენება ინსტიტუციურ ფინანსებში კრიპტოვალუტა:
-
დივერსიფიკაცია. BTC წარმოადგენს ალტერნატიულ აქტივს, რომელიც მაღალი მოგების შესაძლებლობას იძლევა.
-
კლიენტების შენარჩუნება. ბევრს სურს წვდომა კრიპტოზე, ამიტომ ბანკები ქმნიან კრიპტო სავაჭრო განყოფილებებს თავიანთი კრიპტოზე ორიენტირებული კლიენტებისთვის.
-
ინფლაციისგან დაცვა. ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ეკონომიკური არასტაბილურობის დროს ბიტკოინის დეცენტრალიზებულ ბუნებას შეუძლია ინფლაციისგან დაცვა.
ტექნოლოგიური კომპანიები
ტექნოლოგიურ კომპანიებს ბიტკოინის მიღება აინტერესებთ ძირითადად იმიტომ, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ ინოვაციები და გააფართოონ წვდომა თავიანთ ბაზარზე. გარდა ამისა, ბიტკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგია უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო P2P ტრანზაქციებს, რაც პოტენციურად მიგვიყვანს შეუფერხებელ საერთაშორისო გადახდებამდე და ხარჯთეფექტური ფულადი გზავნილების სერვისებამდე.
საინვესტიციო კომპანიები
საინვესტიციო კომპანიები, როგორიცაა ჰეჯ-ფონდები, დაინტერესებული არიან ბიტკოინში ინვესტირებით სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია მაღალი მოგების პოტენციალი. ბიტკოინის ფასის ისტორიული მაჩვენებლები და მერყეობა მას მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს მათთვის, ვინც ეძებს მნიშვნელოვან მოგებას. გარდა ამისა, საინვესტიციო ფირმები ცდილობენ პორტფელში ჩართონ ბიტკოინი და სხვა კრიპტო ვალუტა დივერსიფიცირებისთვის, რაც რაც ხელს უწყობს რისკების შემცირებას და საერთო პორტფელის პროდუქტიულობის გაზრდას.
დასასრულს, ზოგიერთი საინვესტიციო ფირმა ბიტკოინს განიხილავს როგორც ოქროს მსგავსი ღირებულების ციფრულ საცავს (შემთხვევითი არაა, რომ ბიტკოინს „ციფრულ ოქროს“ უწოდებენ). ისინი მას განიხილავენ როგორც ინფლაციისგან დაცვის საშუალებას და გრძელვადიან ინვესტიციას, რომელმაც შეიძლება დაიცვას სიმდიდრე არასტაბილური ეკონომიკის დროს.
საბოლოოდ, ბიტკოინის დეცენტრალიზაცია, პირდაპირი ტრანზაქციები, შეუფერხებელი საერთაშორისო გადახდები და წარსული მიღწევები განაპირობებს ინსტიტუციურ მიღებას. ეს მიღება ხაზს უსვამს ბიტკოინის პოტენციალს, რომ შეცვალოს საინვესტიციო და საგადახდო სისტემების ლანდშაფტი.