მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-ი ვიეტნამში $2.5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

63e9fdd83c359
გიორგი თოლორდავა
13.02.23 23:55
893
ნახევარგამტარების და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Intel-ი ვიეტნამში ინვესტიციის გაზრდას 2.5 მილიარდ დოლარამდე გეგმავს.

Intel-ის საწყისი ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Reuters-ის ინფორმაციით კი, უახლოეს მომავალში თანხის მოცულობა დამატებით 1 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

აღნიშნული ფინანსური რესურსები ვიეტნამში ახალი ქარხნის მშენებლობას და კვლევითი ცენტრის მოწყობას მოხმარდება. ზოგადად, ვიეტნამით Intel-ის დაინტერესება აზიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებითაა განპირობებული. ჩინეთი-ტაივანს ურთიერთობების გაუარესების ფონზე, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ცდილობენ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას და ჩინეთსა თუ ტაივანზე დამოკიდებულების შემცირებას.

ვიეტნამის მთავრობა კი, თავის მხრივ, სახელმწიფო პროგრამებითა და სუბსიდიებით ხელს უწყობს ქვეყანაში ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიის განვითარებას.

1968 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული Intel-ი კომპიუტერული ჩიპებისა და პროცესორების უმსხვილესი მწარმოებელია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 115 მილიარდ დოლარს შეადგენს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები