მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-ის ოქტომბრის შემოსავალი თითქმის 60%-ით გაიზარდა

tsmc

მსოფლიოს უმსხვილესი კონტრაქტორი ჩიპების მწარმოებლის, TSMC-ის ოქტომბრის შემოსავალმა 586.89 მილიარდი ტაივანური დოლარი ($17.88 მლრდ) შეადგინა.

ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59.7%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 14.7%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ხელოვნური ინტელექტის სექტორში ტექნოლოგიური გიგანტების მასშტაბური ინვესტიციების ფონზე, კომპანიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა მოწინავე ნახევარგამტარებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, TSMC 2026-2028 წლებში კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. კომპანიის შეფასებით, მომდევნო სამი წლის კაპიტალური ხარჯები წინა სამი წლის მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იქნება.

ცნობისთვის, მესამე კვარტალში TSMC-ის შემოსავალმა 45.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი რეკორდულ 23.2 მილიარდ ტაივანურ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში კომპანიის საოპერაციო მარჟამ 58.7% შეადგინა და პროგნოზირებული დიაპაზონის 58%-იან ზედა ზღვარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები