მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-ის ახალი CEO-ს წლიური საბაზისო ხელფასი $1 მილიონი იქნება

Intel

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Intel-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ლიპ-ბუ ტანის წლიური საბაზისო ხელფასი $1 მილიონი დოლარი იქნება, წლიური ბონუსი კი $2 მილიონამდე - ამის შესახებ კომპანიის ანგარიშგებაშია ნათქვამი.

Intel-მა ახალი CEO გასულ კვირას დაასახელა, ლიპ-ბუ ტანი საქმიანობას 18 მარტიდან შეუდგება.

ახალი CEO-ს შრომითი ხელშეკრულება სამწლიან სამეწარმეო სამიზნე ნიშნულს მოიაზრებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ტანს საშუალება ექნება, თავის აქციათა 2/3 შეინარჩუნოს იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანიის მფლობელი მისი დანიშვნიდან 18 თვის განმავლობაში შეიცვლება.

ლიპ-ბუ ტანი ინდუსტრიის ვეტერანია - ჩიპების ინდუსტრიაში დაგროვებულმა გამოცდილებამ და მრავალწლიანმა ინვესტორობამ ბიზნესმენს Intel-ში აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი მოუტანა, როდესაც მისი წინამორბედი, პატ გელსინგერი გადააყენეს - მისი საბაზისო ხელფასი $1.25 მილიონი დოლარი იყო, ბონუსი კი ამ თანხის 275%-მდე, თუმცა გელსინგერის კონტრაქტი "საოპერაციო მიზანს" არ მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები