მილიარდერ ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდმა, Soros Fund Management-მა მესამე კვარტალში ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ Intel-ში საკუთარი წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.
მარეგულირებელ უწყებაში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საინვესტიციო ფირმამ 2.83 მილიონი აქცია შეიძინა, რომლის ღირებულება $340 მილიონს შეადგენს.
ამ შესყიდვის საპირისპიროდ, Soros Fund Management-მა Apple-ში საკუთარი აქციების რაოდენობა 25.7%-ით შეამცირა. ამასთან, საინვესტიციო ფირმამ ON Semiconductor-ის წილი 92.7%-ით შეამცირა და პოზიცია ფაქტობრივად გაანულა.
აღსანიშნავია, რომ Intel-ის აქციების ღირებულება გასული თვის ბოლოს მკვეთრად შემცირდა, რადგან კომპანიამ ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა და სამომავლო პროგნოზები შეამცირა. ეს ცვლილება პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შესუსტებას, წარმოებაში არსებულ შეფერხებებს და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაზე მიმართულ მსხვილ ხარჯებს უკავშირდება. და მაინც, წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 62%-ით არის გაზრდილი, რასაც AI-პროცესორებზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.
























