მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-მა II კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა - შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Intel
BM. GE
25.07.25 21:07
454

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერმა, Intel-მა მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მოგებამ $12.8 მილიარდი შეადგინა, რითაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. მათი ვარაუდით, Intel-ის მოგება, დაახლოებით, ერთი მილიარდით ნაკლები უნდა ყოფილიყო.

მეორე კვარტალის მონაცემებით, კომპანიის დანაკარგმა $2.9 მილიარდი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი, $1.9 მილიარდი რესტრუქტურიზაციასთანაა დაკავშირებული, რა დროსაც Intel-მა თანამშრომლების 15% დაითხოვა. ბოლო 3 თვეში აქციების ფასი 0.10 ცენტით შემცირდა. აქციების გაუფასურებით კომპანიამ $800 მილიონი დაკარგა. $200 მილიონი კი ერთჯერად დანახარჯებზე წავიდა.

Intel-ში მოელიან, რომ მე-3 კვარტალში მოგება 13.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, თუმცა აქციების დაცემისა და გაზრდილი კონკურენციის ფონზე, რთულია იმის თქმა, რამდენად მოახერხებს კომპანია პროგნოზის გამართლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები