მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერესი ძალიან დიდია... აშშ-ის ყურადღება მოპყრობილია საქართველოზე - კელი დეგნანი

61580f23559c7
ინგა მურუსიძე
02.10.21 11:58
668
"დღევანდელი არჩევნების მიმართ ინტერესი და ყურადღება ძალიან დიდია... აშშ-ის, თეთრი სახლის, ვაშინგტონის ყურადღება მოპყრობილია საქართველოზე", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მარნეულში განაცხადა, სადაც ის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მხარია, რომ შემიძლია მონაწილეობა მივიღო არჩევნების დაკვირვების პროცესში. ვხედავ, ამომრჩევლები მოდიან უბანზე და აძლევენ ხმას, სერიოზულად უდგებიან თავის პასუხისმგებლობას, რადგან ეს ძალიან მნიშვნლოვანი დღეა, როცა მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმა დააფიქსირონ საარჩევნო უბნებზე. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიის“, - განაცხადა დეგნანმა.

ელჩის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საელჩო არჩევნებს 48 ჯგუფის მეშვეობით აკვირდება.

"საელჩოში ფუნქციონირებს ცენტრი, ვინც მედიას აქტიურად ადევნებს თვალყურს. ინტერესი და ყურადღება აღნიშნული არჩევნების მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი, როგორც ადგილობრივად, ისე აშშ-ში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, კონგრესში, ყურადღება მოპყრობილია საქართველოზე. 

შეშფოთება გამოვთქვით საარჩევნო პერიოდში იმ ცნობებზე, რაც შეეხებოდა დარღვვევებს წინასაარჩევნოდ, რაც ეხებოდა დარღვევებს, დაშინებას და ა.შ. თუმცა კარგია, რომ პოლიტიკური ლიდერები სიმშვიდისკენ მოუწოდებენ ამომრჩევლებს“, - განაცხადა დეგნანმა.

მისი ინფორმაციით, საელჩომ მიიღო ცნობები, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა, არ იცოდა რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა ან რა იყო მატი როლი არჩევნების პროცესში. „ესეც ალბათ ტრენინგის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული“, - თქვა ელჩმა.

კელი დეგნანი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები