მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ვასილ რევიშვილი

61607cd402c77
თამთა ჯიჯავაძე
08.10.21 23:45
499
ინვესტიციები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა. მან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შეაფასა და აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციების ის რაოდენობაც, რაც ოფიციალურად ფიქსირდება, არ არის რეალური მაჩვენებელი.

„თუ შევხედავ რა სექტორებშია ინვესტიციები, ვნახავთ რომ, ძირითადად ეს არის ფინანსური დარგი. ამ დარგში კი, მოგება, რომელსაც ბანკები წერენ და რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ინგლისში, რეალური ინვესტიცია არ არის. ამიტომაც ინვესტიციების ის დაბალი ნიშნულიც, რაც გვაქვს, უნდა გავყოთ“, - განაცხადა რევიშვილმა.

რაც შეეხება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინს, რევიშვილის თქმით, ამ ნიშნულს წელს უნდა ველოდოთ, თუ რაიმე სასწაული შემაფერხებელი ფაქტორი არ გამოჩნდა.

„იმისთვის რომ ქვეყანა საშუალო აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის დონეს მიუახლოვდეს, ალბათ ათი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ ერთი წელი“, - აღნიშნა მან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები