მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტირება ბიტკოინის ზრდაში —" ხარის სტრატეგია” კრიპტო ბაზარზე

უოლ სტრიტი
04.06.25 14:39
68

ფოტო: Shutterstock.com

1989 წელს ნიუ-იორკის ცენტრში გამოჩნდა ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება — „Charging Bull” / "შემტევი ხარი" — 3200 კილოგრამიანი ბრინჯაოს ხარი. «უოლ სტრიტის ხარი» მაშინვე იქცა ძალის, თავდაჯერებულობისა, მზარდი ბაზრისა და ფინანსური აღმავლობის სიმბოლოდ. ის მყარად დამკვიდრდა ტრადიციული საფონდო ბირჟის კულტურაში, სადაც აქციებით, ობლიგაციებითა და დერივატივებით ვაჭრობენ.

სამყარო იცვლება. დღეს უოლ-სტრიტის ხარის სიმბოლომ ახალი ფორმა მიიღო — ბლოკჩეინ სამყაროში. კლასიკური ფინანსური ბირჟების ბროკერებით სავსე დარბაზებს და მათ ხმაურიან ზარებს კრიპტო ბირჟები ანაცვლებენ, სადაც აქციების ნაცვლად ვაჭრობენ კრიპტო ვალუტით, ტოკენებითა და NFT-ებით. აქ ინვესტორები Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსებს ნაცვლად თვალს ადევნებენ კრიპტოვალუტის კურსს და სმარტ-კონტრაქტების* განახლებებს. ზუსტად ამ ახალი ციფრული რეალობისათვის შეიქმნა ხარის სიმბოლოთი შთაგონებული პროექტი — Bitcoin Bull ($BTCBULL)

  • სმარტ-კონტრაქტი არის ავტომატიზებული პროგრამა, რომელიც შუამავლების გარეშე მუშაობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით და ავტომატურად ასრულებს წინასწარ განსაზღვრულ პირობებს. სმარტ-კონტრაქტის საფუძველს ბლოკჩეინი წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო შენახვას.

„ხარის“ სტრატეგია

„ხარის სტრატეგია“ თავისი სახელწოდებით რეალური ხარის ქცევას ეყრდნობა — შეტევისას ხარი მოწინააღმდეგეს რქებით ზემოთ სწევს, რაც სიმბოლურად აღმავალ მოძრაობას ნიშნავს. საფონდო ბირჟის კონტექსტში ეს ასოციირდება ფასების ზრდასთან.

„ხარის ბაზარი“ ასოცირდება პოზიტიურ მოლოდინებთან, ეკონომიკის გაძლიერებასთან, კომპანიების მოგების ზრდასთან და მაღალი ბიზნეს-აქტიურობასთან.

„ხარი“ ინვესტორის სტრატეგიაა – აქტივების შეძენა ზრდის საწყის ეტაპებზე და მათი შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში, მომავალი მოგების იმედით.ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზარი და/ან კონკრეტული აქტივი მოიმატებს. ისინი ყიდულობენ აქტივებს იმ მოლოდინით, რომ მომავალში მათი ღირებულება გაიზრდება.

ფინანსურ ბაზრებზე „ხარის“ სტრატეგიას უპირისპირდება „დათვის“ სტრატეგია — რომელიც სრულიად საპირისპირო მოლოდინებზეა დაფუძნებული. ხარისგან განსხვავებით დათვი მსხვერპლს “მიწასთან ასწორებს” — რაც ფასების ვარდნის სიმბოლოა. ინვესტორები, რომლებიც „დათვის“ სტრატეგიით ხელმძღვანელობენ, წინასწარ ვარაუდობენ აქტივების ფასის კლებას. ამ მოლოდინით ისინი ყიდიან აქტივებს, რათა მოგვიანებით, მათი გაიაფების შემდეგ შეისყიდონ უკან და ამ გზით მიიღონ მოგება.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ცნობით, ტერმინი „ხარი“ ასეთ კონტექსტში პირველად 1714 წელს გამოჩნდა. მიუხედავად მისი ისტორიული ფესვებისა, ხარის სიმბოლო და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული მიდგომები დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას — მათ შორის თანამედროვე კრიპტოვალურ ბაზარზეც.

BTC Bull პროექტი: ხარის სტრატეგია კრიპტოვალუტურ სამყაროში

BTC Bull პროექტში ხარის სიმბოლო არა მხოლოდ გრაფიკულად, არამედ იდეის დონეზეც არის განსახიერებული. ეს არის გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სჯერა ბიტკოინის ზრდის, მაგრამ არ აქვს ათიათასობით დოლარი მის პირდაპირ შესაძენად.

https://x.com/BTCBULL_TOKEN

BTC Bull ($BTCBULL) — ეს არის მემ-ტოკენი*, რომელიც შექმნილია Ethereum ბლოკჩეინზე*, და ინვესტორებს სთავაზობს პასიური შემოსავლის მიღების მექანიზმებს $BTC-ის და $BTCBULL-ის ეირდროფების * საშუალებით.

  • Ethereum არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და სმარტ კონტრაქტების შექმნას.
  • მემ-კოინი (მემ-ტოკენი) — ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-მემის, ცნობილი ან უბრალოდ სახუმარო გამოსახულების საფუძველზე: მაგალითად Dogecoin (DOGE), Shiba Inu (SHIB), Pepe (PEPE), Floki (FLOKI).
  • ეირდროფი — წახალისების ან მარკეტინგული სტიმულების ფორმაა, როდესაც ხდება კრიპტოვალუტის უფასო დარიგება ტოკენის მფლობელებისთვის, BTC Bull-ის შემთხვევაში, ეირდროფები ხდება მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი აღწევს გარკვეულ ნიშნულს.

თუ ბიტკოინის ყიდვა ვერ მოასწარით, BTC Bull-ის ფლობა მაინც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სარგებელი ბიტკოინის ფასის ზრდისგან. როდესაც BTC ფასი აღწევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს — მაგალითად, $150,000 — BTC Bull-ის ტოკენის მფლობელები იღებენ ფინანსურ სარგებელს.

როგორ მუშაობს BTC Bull?

ყოველთვის, როცა ბიტკოინის ფასი მიაღწევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, $BTCBULL ტოკენის მფლობელები აიღებენ უფასო ბიტკოინებს. ამ პროცესს ჰქვია — „ეირდროფი„

პირველი ასეთი ნიშნული არის $150,000. ამჟამად ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულისგან დაახლოებით 47%-ით დაბალაა.

შემდეგი ეირდროფები იგეგმება ყოველ მომდევნო $50,000 ზრდაზე: $200,000, $250,000 და ა. შ.

გარდა ამისა, ყოველ $50,000 ზრდაზე, $BTCBULL ტოკენების ნაწილი „იწვება”— სისტემიდან სრულად იშლება. ამით მცირდება საერთო მიმოქცევა და ტოკენი დეფლაციური* აქტივი ხდება.

  • დეფლაციური აქტივი — ეს არის აქტივი, რომლის რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება, რაც შესაბამისად ზრდის მასზე მოთხოვნას და ფასსაც. დეფლაციური აქტივებში ინვესტირება, როგორც წესი, უფრო მოგებიანია.

პროექტი თავსებადია ბევრ პოპულარულ კრიპტო საფულეებთან, ადვილად გადაცვლადია და სტეიკინგისთვისაც* არის ხელმისაწვდომი.

  • სტეიკინგი —ტრადიციული დეპოზიტის ანალოგი კრიპტოვალუტის სამყაროში. მფლობელი გარკვეული ვადით აჩერებს კრიპტოვალუტას გარკვეული ვადით და ციფრულ საფულეში ან სპეციალურ პლატფორმაზე, და სანაცვლოდ იღებს პასიურ შემოსავალს პროცენტის სახით. ეს ტოკენები, როგორც წესი, გამოიყენება ბლოკჩეინის მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით Proof-of-Stake ტიპის ქსელებში.

ამჟამად მიმდინარეობს BTC Bull ტოკენის წინასწარი გაყიდვა, სულ რაღაც $0.0023 ფასად, და ამ ეტაპზე უკვე შეგროვებულია $2.8 მილიონზე მეტი ინვესტიცია.

BTC Bull - „ხარის” კლასიკურ სტრატეგიას ბიტკოინის ფასის მიმართებაში

რაც შეეხება თავად ბიტკოინის ფასს, რწმენა მის ზრდაში დამყარებულია მტკიცებულებებზე და კვლევებზე.

Standard Chartered-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2025 წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი შესაძლოა მიაღწიოს $150,000-ს, რაც განპირობებულია მსხვილი ინვესტორების გაზრდილი მოთხოვნით და აშშ-ში Bitcoin-ETF-ის გამოშვებით.

JPMorgan-ის პროგნოზითაც, თუ მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, BTC-ის რეალური ფასი 2025 წლისთვის იქნება $100,000–$150,000.

ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა ბიტკოინის აღიარება „ციფრულ ოქროდ“. დღეს ბიტკოინი ისეთ როლს ასრულებს, როგორსაც ადრე ოქრო — ის განიხილება როგორც საიმედო და დაცული აქტივი, განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობისა და ინფლაციის ფონზე.

სულ უფრო მეტი კომპანიები და საინვესტიციო ფონდები აღიარებენ ბიტკოინს როგორც სანდო და პერსპექტიულ აქტივს და აქტიურად ამატებენ მას საკუთარ საინვესტიციო პორტფელებში.

https://x.com/BTCBULL_TOKEN

BTC Bull — ეს არ არის უბრალოდ მემ-ტოკენი, არამედ ახალი ეპოქის სიმბოლო, სადაც ტრადიციული „ხარის“ სტრატეგია ადაპტირებულია Web3-ისა და კრიპტობაზრის რეალობაზე.

პროექტი აერთიანებს ტრადიციული ფინანსების სიძლიერესა და ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ სარგებელი ბიტკოინის ფასის ზრდიდან, დიდი ინვესტიციების ჩადების აუცილებლობის გარეშე.

თანამედროვე რეალობაში, სადაც კრიპტობაზრის ყოველი ცვლილება შესაძლოა ისტორიის ნაწილად იქცეს, BTC Bull წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელიც გზას უხსნის მომავალს.

მეტი $BTCBULL შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე ან Best Wallet ვებსაიტზე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები