მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტიციის უკუგება 20%, წინასწარი ინვესტიცია 10% - "ამბასადორი კაჭრეთის" მულტიფუნქციური კომპლექსის შეთავაზებები

ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტები

"ამბასადორი კაჭრეთის" ტერიტორიაზე სასტუმროსა და აპარტამენტების მულტიფუნქციური კომპლექსის რკინა-ბეტონის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. 9-სართულიანი, 5-ვარსკვლავიანი კომპლექსის გახსნა კი 2028 წლის მაისში იგეგმება.

"საქმიანი დილას" ეთერში პროექტის საინვესტიციო პირობებზე, უპირატესობებსა და "ამბასადორი ჯგუფის" შეთავაზებებზე აპარტამენტების გაყიდვების ხელმძღვანელმა ცია ლომაძემ ისაუბრა.

"რკინა-ბეტონის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და გადასულები ვართ ფასადის მოპირკეთებაზე, მალე დაიწყება შიდა სამუშაოებიც. ამ შენობაში განთავსდება როგორც სასტუმროს ნომრები, ასევე აპარტამენტები. შესაბამისად, "ამბასადორი ჯგუფი" მომხმარებლებს სთავაზობს ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტების შეძენას და ინვესტირებას სასტუმროს ტიპის აპარტამენტებში.

ჩვენ მყიდველებს შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია 30-თვიანი შიდა განვადებით. კერძოდ, საჭირო პირველადი შენატანი აპარტამენტის ღირებულების მხოლოდ 10%-ს შეადგენს, და შემდეგ 30%-ს უკვე 30 თვეზე ვანაწილებთ. დარჩენილი თანხა კი მშენებლობის დასრულებისას იფარება", - განმარტავს ცია ლომაძე.

რაც შეეხება "ამბასადორი კაჭრეთის" მულტიფუნქციური კომპლექსის საინვესტიციო პირობებს, გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პროექტში ინვესტიციის უკუგება 20%-ს შეადგენს.

""ამბასადორი ჯგუფი" მომხმარებელს უალტერნატივო საინვესტიციო პროდუქტს სთავაზობს. აქ განსაკუთრებული ისაა, რომ თვითონ პროექტი არის ფინანსურად ძლიერი. ვპროგნოზირებთ, რომ წლიური შემოსავალი, რასაც მფლობელი აპარტამენტიდან მიიღებს, დაახლოებით 20 000 დოლარის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ინვესტიციის უკუგება - ROI - არის 20%.

ჩვენი მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროს, აპარტამენტებს, კაზინოს, რესტორანს, საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში ყველაზე დიდ სპას. აპარტამენტის მყიდველს შეუძლია ისარგებლოს "ამბასადორი კაჭრეთი გოლფ რეზორტის" და ასევე სასტუმროს ინფრასტრუქტურით, ფასიან სერვისებზე კი ფასდაკლებით. თავად "ამბასადორი კაჭრეთი გოლფ რეზორტი" აერთიანებს ოთხ საცურაო აუზს, აკვაპარკს, პადელის და ჩოგბურთის მოედნებს. აქვე გვაქვს საქართველოში პირველი გოლფ და პოლო მოედანი, ასევე საცხენოსნო კლუბი, და ღვინის ქარხანა", - ამბობს ცია ლომაძე.

პროექტის უპირატესობებზე საუბრისას, "ამბასადორი კაჭრეთის" გაყიდვების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აპარტამენტები ე.წ. Turn Key კონდიციაში ბარდება.

"ახლოს არის ქალაქთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქ მოხვედრა მაქსიმუმ 40 წუთშია შესაძლებელი. სასტუმროს აპარტამენტების ჩაბარების ფორმას რაც შეეხება, ესეც უპირატესობაა, რადგან ჩაბარების ფორმა არის "Turn key", რაც გულისხმობს სრულად მოწყობილ აპარტამენტს პრემიუმ კლასის რემონტით, თანამედროვე ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარებით.

თვითონ პროექტი არის მულტიფუნქციური და ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანის სურვილებს აკმაყოფილებს ეს ტერიტორია. პროექტის უპირატესობა და ვფიქრობ, რომ მიმზიდველობა მდგომარეობს იმაში, რომ არის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის", - ამბობს ცია ლომაძე.

პროექტში აპარტამენტების ფართობი 28.55 მ²-დან 51.14მ²-მდე მერყეობს, ღირებულება კი $117 000-დან იწყება. პროგნოზის თანახმად, პროექტის დასრულების დროს, ღირებულება 18%-ით მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები