მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები ასახელებენ, რომ საქართველოში #1 გამოწვევა კანონის უზენაესობაა - მოლინეუსი

639b3584b17fb
BM.GE
16.12.22 10:15
660
BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა კანონის უზენაესობაა.

კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც სებასტიან მოლინეუსი ამახვილებს ყურადღებას საქართველოში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

“აქ მინდა გავიხსენო ინვესტორთა გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რეგულარულად ატარებენ. ინტერვიუები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და აჩვენებს, რა არის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ინვესტორებისთვის. საქართველოს შემთხვევაში, პირველი რასაც ასახელებენ ეს კანონის უზენაესობაა – აქაც, სახელმწიფოს აქვს თავისი როლი და მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც ინვესტორებს ამ კუთხით ესმით. მეორე რაც მათთვის მნიშვნელოვანია – ეს ძლიერი ინფრასტრუქტურაა: საქართველოში ამ მხრივ ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა დაუსრულებელია და ეს გასაგებია, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან რთული და ძვირია. საქართველოს აქვს ფოთის პორტიც, რომელიც მოქმედია – და ბოლოს, და ბოდიში რომ ამას ვიმეორებ, მაგრამ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია უნარიანი მუშახელი. ინვესტორების უმრავლესობას არ აქვს წვდომა პროფესიონალ სამუშაო ძალაზე და ესეც აჩერებს ინვესტორებს, რომ შემოვიდნენ საქართველოში და ის სარგებელი მიიღონ, რასაც ელოდებიან ამ ქვეყანაში ინვესტირების შედეგად,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.