მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებმა ევროპული ფონდებიდან $27 მილიარდი გაიტანეს

64a56de6e0c60
გიორგი თოლორდავა
05.07.23 17:49
2466
საერთაშორისო ინვესტორებმა და საფინანსო კომპანიებმა მიმდინარე წელს ევროპული საინვესტიციო ფონდებიდან დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი გაიტანეს, მხოლოდ გასულ კვირას თანხის გადინების მოცულობამ $5 მილიარდი შეადგინა.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინვესტორებს თანხის დაბანდება ამერიკულ და იაპონურ ინდექსებში ურჩევნიათ, რაც უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარებით და გეოპოლიტიკური მოცემულობითაა განპირობებული.

გარდა იმისა, რომ ევროპაში ომი მიმდინარეობს, რეგიონი სერიოზული ენერგეტიკული გამოწვევის წინაშეა, რეცესია კი მთელი ევროკავშირისთვის უდიდეს რისკს წარმოადგენს, რაც ევროპას საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს.

JPMorgan-ის პროგნოზით, ევროპიდან კაპიტალის გადინების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ S&P500 ინდექსს ევროპულ Stoxx600-ზე გაცლებით უკეთესი შედეგი ექნება.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები