მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებს არ აქვთ ქართული სასამართლოს ნდობა“ - კახა შარაბიძე

63ecdea89aa29
მარიამ დემეტრაშვილი
15.02.23 23:55
825
იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე ამბობს, რომ ინვესტორები ქართულ სასამართლოს სისტემას არ ენდობიან და ყოველთვის ცდილობენ, დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს.

გადაცემა „საქმის კურსში“ მან სახელმწიფოს მონაწილეობით წარმართულ საარბიტრაჟო დავებზე ისაუბრა.

„ინვესტორებს არ აქვთ ქართული სასამართლო სისტემის ნდობა და ყოველთვის ცდილობენ, დავის განხილვის ორგანო იყოს საერთაშორისო არბიტრაჟი. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ ქართულ სასამართლოს, როცა საქმე შეეხება გარიგებას. ზოგჯერ აწყდებიან ხოლმე წინააღმდეგობას და სახელმწიფო ცდილობს, დაითანხმოს ქართულ სასამართლოზე. ჩემი აზრით, სახელმწიფო უფრო მოქნილი უნდა იყოს და უნდა დაჰყვეს ინვესტორების ამ მოთხოვნას და დასთანხმდეს საერთაშორისო არბიტრაჟზე. ეს არის დამოუკიდებელი კვალიფიციური მსაჯული, რომლის ქართული სასამართლოსთვის შედარება არ შეიძლება.

სახელმწიფოს ზოგჯერ ჰგონია, რომ თუ მკაცრ ჯარიმას ჩადებს ინვესტორთან, ამით იცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ თუ მომლაპარაკებელს არ აქვს იმ დარგის სპეციფიკური ცოდნა, რასაც გარიგება ეხება, ჩათვალეთ, რომ ინვესტორს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს“, - თქვა კახა შარაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები