მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი Christie’s-ის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა £1,250,000-ად შეიძინა

Manuscript
11.06.24 18:16
1230

ქართული ოცნების პრესსამსახურის წარმომადგენლის, გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. აუქციონზე ხელნაწერის საწყისი ფასი მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო და ის £1,250,000-ად გაიყიდა. ქართული ოცნების პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ის საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

"კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე!

ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე.

უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!"- წერს გიორგი გრძელიშვილი.

ხელნაწერის ქვედა ფენა V-VII საუკუნით თარიღდება, მისი ზედა ფენა კი 979 წელს იოანე ზოსიმეს მიერაა ხელმოწერილი. ტექსტი სინაის მთის (ეგვიპტე) კოდექსს (პალიმფსესტს) წარმოადგენს არამეულ და ქართულ ენაზე.

“ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოუტანიათ. ხელნაწერი დაწერილია დასავლეთ არამეულ დიალექტზე, რომელსაც იყენებდა მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში, V-XIII საუკუნეებში და შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში.

პალიმფსესტი გადაწერილია ქართული ტექსტით ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე ზოსიმეს მიერ”, - ნათქვამია ხელნაწერის აღწერაში.

ხელნაწერი აუქციონზე კოლექციონერი მარტინ შოენის პირადი კოლექციიდან იყო გამოტანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები