მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იორდანეში კულტურის ცენტრის და სანათლავის პროექტზე უკვე 1.5 მლნ დაიხარჯა

იორდანია

მდინარე იორდანეს სანაპიროსთან სანათლავის და ქართული კულტურის ცენტრის პროექტირებაზე წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა ასევე:

დოკუმენტში აღნიშნულია:

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად - 967,000 ლარი;

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ არქიტექტურულ-საკონსულტაციო ფირმისგან „Yousef Madanat Architeqture Studio“ მომსახურების შესყიდვის დასაფინანსებლად - 506,062 ლარი.

მდინარე იორდანეს სანაპიროზე ქართული კულტურის ცენტრის შექმნის ინიციატივა წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში დაანონსდა. ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა სამთავრობო კომისიასაც, რომელიც ამ ცენტრის კოორდინაციას უზრუნველყოფდა.

საქართველოს კულტურის ცენტრი და სანათლავი მდინარე იორდანედან 15-20 მეტრის მანძილზეა დაშორებული, მიწის ფართობი კი 4,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობამ ცენტრის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

პროექტის რენდერი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები