Apple-ის სმარტფონთა უახლესი მოდელი, iPhone 16, ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ზუმერში" მომავალი კვირიდან გამოჩნდება, - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით კვარაცხელიამ განაცხადა.
"Zoommer iPhone 16-ს ძალიან სწრაფად, მომდევნო კვირის დასაწყისში შემოგთავაზებთ", - განაცხადა მან.
რაც შეეხება სმარტფონის ღირებულებას, კვარაცხელიას თქმით, Apple-ის ახალი მოდელი "ზუმერული ფასი" ეღირება, რომელიც ორშაბათიდან გახდება ცნობილი.