ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ გადაწყვიტა, რომ ამჯერად გამოტოვოს Xiaomi 16-სერია და 15-ის შემდეგ პირდაპირ Xiaomi 17-სერია წარადგინოს, რათა კონკურენცია Apple-ის iPhone 17-სერიას გაუწიოს.
Xiaomi-ის განცხადებით, ბაზარზე მე-17 სერიის სამი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის: Xiaomi 17, Xiaomi 17 Pro და Xiaomi 17 Pro Max, რაც ასევე Apple-ის სტილს მოგვაგონებს.
როგორც ცნობილია, Xiaomi 17 აღიჭურვება Qualcomm-ის ახალ ჩიპსეტით – Snapdragon 8 Elite Gen 5-ით, რომელიც Android-მოწყობილობებისათვის შექმნილი ყველაზე სწრაფი და მძლავრი პროცესორია.
სხვა ტექნიკური მონაცემები Xiaomi 17-თან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ჩინური სმარტფონი ყველა პარამეტრით უკეთესი იქნება, ვიდრე ამერიკული Apple-ის მიერ შექმნილი iPhone 17.
Xiaomi 17-ის სამიზნე აუდიტორია ჩინეთის და აზიის ბაზარი იქნება, სადაც ჩინური კომპანიები Apple-ს ღირსეულ კონკურენციას უწევენ.




























