პირველად, Apple, iPhone 18 Pro-ში განახლებულ კამერას, ცვლადი დიაფრაგმის მხარდაჭერით წარადგენს. ამის შესახებ MacRumors, ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.
Kuo-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple-ის მომავალი პროდუქტები, მათ შორის iPhone 17 Slim, MacBook Pro M5 ჩიპით და iPhone 18, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს Sunny Optical-ის მომწოდებელზე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ Sunny Optical იქნება iPhone 18 Pro კამერისა და ცვლადი დიაფრაგმის ლინზების პირველადი და მეორადი ჩამკეტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი.
Apple-ის მომავალ სმარტფონებზე ცვლადი დიაფრაგმა კამერებს საშუალებას მისცემს, რომ გააკონტროლონ ობიექტივში შემავალი სინათლის ოდენობა და ამავდროულად, უკეთ მოერგოს სხვადასხვა განათების პირობებს. ეს, ასევე უზრუნველყოფს ველის სიღრმეზე უფრო მეტ კონტროლს, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა უფრო მკაფიოდ გაამახვილოს ყურადღება ობიექტებზე.
Apple-ის სმარტფონების განახლების ციკლის მიხედვით, iPhone 18 Pro-ს ცვლადი დიაფრაგმის კამერით გამოსვლა, 2026 წლის სექტემბერშია მოსალოდნელი.