მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone-სა და Android-ს შორის მესიჯების გაგზავნა გამარტივდება | Apple ახალ სტანდარტზე გადადის

rcs sms
სტატიაში საუბარია:

მომავალი წლიდან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი მოკლე ტექსტური შეტყობინებებისათვის თანამედროვე სტანდარტის გამოყენებას დაიწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ iPhone-ებსა და Android-მოწყობილობებს შორის კომუნიკაცია გამარტივდება, ფოტოების გაგზავნა მაღალი ხარისხით იქნება შესაძლებელი და ორივე მხარე მარტივად შეძლებს მესიჯებში ემოჯებისა და რეაქციების გაზიარებას.

ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც Apple-ი RCS სტანდარტზე საბოლოოდ გადავა. სხვათა შორის, Google-ი უკვე თითქმის 5 წელიწადია, რაც RCS-ს იყენებს და ის Apple-ს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ საჯაროდაც მოუწოდებდა, თუმცა Apple-მა ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვაც დააგვიანა, როგორც ეს მას სჩვევია.

ინდუსტრიის მოთამაშეები Apple-ის მიერ RCS-ზე გადასვლას მხოლოდ მიესალმებიან, რადგან თანამედროვე სამყაროში SMS-ის არქაული სტანდარტის გამოყენება შეუძლებელია სერიოზულად ჩაითვალოს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.