მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[იპოდრომზე ცენტრალური პარკის] პროექტი დაიძრა - მერის მოადგილე

იპოდრომის პარკი

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, რომ იპოდრომზე ცენტრალური პარკის პროექტი დაიძრა.

BMG-ის კითხვაზე, როდის ექნება დედაქალაქს იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკი, მერის მოადგილე ვადებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული სამშენებლო პროცესი მიდის.

"გაჭიანურებასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა პროექტი დაიძრა, მიდის გარკვეული სამშენებლო პროცესი. მე ვადებს ვერ გეტყვით, ამ სამშენებლო სამუშაოებს ჩვენ არ ვაწარმოებთ",- თქვა ანდრია ბასილაიამ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელსაც "ქართუ ფონდი" ახორციელებს, ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად სწორედ 2020 წელს გახსნა. ტერიტორია ფონდმა "ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. 2022 წელს პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და როგორც ფონდმა განაცხადა, იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობა დაახლოებით $20 მლნ დაუჯდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები