მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება - რა გავლენა ექნება ბაზარზე რეგულაციის შერბილებას?

ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკური სესხების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხზე ბინის ყიდვისას პირველადი შენატანი აქამდე არსებული 15%-დან 10%-მდე მცირდება, რეგულაცია მარტივდება იმ პირებისთვისაც, რომლებიც შემოსავლებს უცხოეთში იღებენ. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შენელებული იპოთეკური დაკრედიტების ტემპს წაახალისებს. თავად უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, კი რეგულაციის მსგავს შემსუბუქებას ბაზარზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდეს. რა მიმართულებით მარტივდება იპოთეკური სესხის აღება და რა გავლენა ექნება ბაზარზე რეგულაციის შემსუბუქებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები