მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები შესაძლოა საპენსიო სააგენტომ შეიძინოს

60f0281656e23
BM.GE
15.07.21 19:03
1057
ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებს იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა მიეცემათ. ამას სებ-ის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. BMG-ის კითხვაზე, თუ რა უპირატესობა და გამოყენება ექნება ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი პასუხობს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებს საპენსიო სააგენტო, უცხოელი ინვესტორები და ეროვნული ბანკი შეიძენს. 

"იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები არის ძალიან დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი. ის ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპაში 2008 წლის კრიზისის შემდეგ განსაკუთრებით განვითარდა. ეს ინსტრუმენტი თავისი შინაარსით არის ბანკების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, თუმცა რისკით არის სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებთან ახლოს. ამის მყიდველები იქნებიან ის ინვესტორები, ვინც დღეს სახაზინო ობლიგაციებს ყიდულობენ. მათ შორის არარეზიდენტები, მათ შორის ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი.

ჯერჯერობით ვმუშაობთ კანონპროექტზე და ამ პროცესში EBRD და IFC გვეხმარებიან,"- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. 

იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებს კომერციული ბანკები გამოუშვებენ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, საბანკო სისტემაში 8.76 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები