მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკურ სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი 3%-ია

63f491687a75c
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.23 14:10
2537
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიში განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო კრედიტების წილი 5.2%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხის (NPL) სტატუსს ატარებს კრედიტი თუკი ის ბანკის მიერ კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო.

განსხვავებულია უმოქმედო სესხების დათვლის სავალუტო ფონდის მეთოდოლოგია, რომელიც სინამდვილეში არა უმოქმედო, არამედ ვადაგადაცილებულ სესხებს აღრიცხავს. ამ სტანდარტით, NPL სესხის სტატუსს კრედიტი იღებს 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1.9%.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, იპოთეკურ სესხებზე მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21.7% მოდის, რაც 9.9 მილიარდ ლარს შეადგენს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ამ პორტფელის 3% იყო ბანკების მიერ უმოქმედოდ კლასიფიცირებული, რაც მთლიანად საბანკო სისტემის საშუალო მაჩვენებელზე უფრო დაბალია.

ქვეყანაში სულ 144 ათასი იპოთეკური სესხია მოქმედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები